სიახლეები

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ბაზრის კვლევას ბორჯომის პარკში არსებული ძველი ჰესის შენობის ტერიტორიიდან მიწის გატანის შესახებ

05.09.2018

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ბაზრის კვლევას მიწის გატანის სამუშაოების შესრულების შესახებ, კერძოდ ბორჯომის პარკში არსებული ძველი ჰესის შენობის აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია აღსადგენი შენობის უკანა მხარეს დაგროვილი ნაშალი მიწის გატანა, რომლის მოცულობა დაახლოებით 900მ³ შეადგენს. გასატანი მიწა უნდა დასაწყობდეს ჰესის შენობიდან დაახლოებით 1კმ მანძილზე (ჰ/შენობის ზევით, მდინარე ბორჯომულას დინების საწინაარმდეგო მიმართულებით). 

გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 14 სექტემბრისა წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება თანდართულ ტექნიკური დავალების გათვალისწინებით.

შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:
- მომსახურების გაწევის ვადა;
- მომსახურების ღირებულება 1 მ3. (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს გარდა);
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
- სამუშაოს ორგანიზაციის სქემა;
- ტექნიკის ჩამონათვალი;


შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: s.gegeshidze@gedf.com.ge
საკონტაქტო პირი: სოფიო გეგეშიძე 2 18 11 31.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

ბორჯომი მიწის მოთხრა (ბაზრის კვლევა)