სიახლეები

„კაშხლების უსაფრთხოება - განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“

14.12.2018

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გამართული საერთაშორისო კონფერენცია - „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება - განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“ და პავილიონში გამართული ორი საერთაშორისო გამოფენა Elcomm Caucasus 2018 და AquaTherm Tbilisi 2018 გახსნა.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თავის გამოსვლაში შეეხო განახლებადი ენერგიების განვითარებას და ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხებს.
„განახლებადი ენერგიის განვითარება არის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, ხოლო ჰიდრო ნაგებობების უსაფრთხოება არის ენერგეტიკული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. საქართველოს მზარდ ეკონომიკას სჭირდება ელექტროენერგიის მუდმივი წყარო, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული რესურსის ოპტიმალური ათვისება, ასევე მნიშვნელოვანია კაშხლების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით დაპროექტება, განხორციელება და აღჭურვა მონიტორინგის ყველა შესაბამისი სისტემით, რათა შემდგომში სრული დატვირთვით იმუშაოს ჰიდროელექტროსადგურებმა“ - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ქართველმა ცნობილმა სპეციალისტებმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ახალი მიდგომები და ტექნოლოგიები.