სიახლეები

ფორუმი - ტრანსასაზღვრო ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაცია

11.02.2019

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს მიერ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის EU4Energy-ის ფარგლებში ორგანიზებული ფორუმი - ტრანსასაზღვრო ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაცია გახსნა.
„აუცილებელია ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესება, რაც ისეთი პატარა ენერგეტიკული ბაზრების მქონე ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, არსებითია ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველსაყოფად - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თავის გამოსვლაში შეეხო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას და ისაუბრა ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისაკენ გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ - რეფორმების გატარებით შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსექტორში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რაც პირველ რიგში, ადგილობრივ ენერგობაზარს კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს გახდის.
ფორუმს ესწრებოდნენ სერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), „Nord Pool“-ის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ენერგეტიკის ექსპერტები.