სიახლეები

მინისტერიალი - Partnership for Transatlantic Energy Cooperation

15.03.2019

გიორგი ჩიქოვანმა უმსხვილესი ენერგეტიკული კონფერენცია CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ჩიქოვანი კომპანია Cambridge Energy Research Associates-ის (CERA) მიერ განხორციელებული უმსხვილესი ენერგეტიკული კონფერენციის CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს დამკვირვებლის სტატუსით (P-TEC Ministerial Investment Forum) დაესწრო. 

2018 წელს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ სამი ზღვის სამიტის ფარგლებში ბუქარესტში გააჟღერა აშშ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამი ზღვის ინიციატივის თემების გაფართოების მიზნით, პარალელურად, ახალი პლატფორმის შექმნას და ენერგეტიკულ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაზრდას. აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც დაერქვა ტრანსატლანტიკური ენერგო-თანამშრომლობის პარტნიორობა (The Partnership for Transatlantic Energy Cooperation (P-TEC)), პირველ ეტაპზე მოიაზრებს სამი ზღვის ინიციატივის ქვეყნების გაწევრიანებასა და აქტიურ მონაწილეობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების და შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსის ფარგლებში.

P-TEC-ს გაზრდისა და გაფართოების შემდგომ ეტაპზე მოიაზრება იმ ქვეყნების გაწევრიანება, რომლებიც არ არიან სამი ზღვის ინიციატივის წევრები, მაგრამ არიან ევროკავშირთან გაწევრიანების ასპირანტები, მათ შორის საქართველოსიც. 

CERAWeek-ის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკული კვირეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰიუსტონში 11-15 მარტს იმართება.