სიახლეები

კონფერენცია - ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა

18.04.2019

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა Galt & Taggart-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჩიქოვანმა მოხსენება გააკეთა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის შესახებ, ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში რომელიც ეხებოდა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს და მოსალოდნელ გავლენას ბაზრის მონაწილეებზე და ასევე, განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, მათ მოსალოდნელ გავლენას საინვესტიციო გარემოზე.
„ჩვენი მიზანია ევროპული სტანდარტის ენერგეტიკული ბაზრის მოწყობა, რომლის საფუძველზე გაიზრდება ბაზრის ლიკვიდურობა და კონკურენტულობა, მოხდება ინვესტიციების უფრო მეტად მოზიდვა, ვინაიდან არსებული სტანდარტები იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისათვის განახორციელონ უფრო მეტი ინვესტიცია გენერაციის ობიექტებში. კონკურენტული ბაზარი მსოფლიოს გამოცდილების თანახმად წარმოადგენს საუკეთესო გამოსავალს, შესაბამისობაშია ევროკავშირის პრიციპებთან, არის მდგრადი და განგრძობადი პროცესი, კონკურენციის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებს შეუქმნას უკეთესი ხარისხის სერვისები და ხელმისაწვდომი ფასი“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, მსხვილი მომხმარებლები, დისტრიბუციის ლიცენზიანტები და ენერგეტიკის სფეროში წამყვანი ექსპერტები.