სიახლეები

მედიატური

10.06.2019

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის და საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით დაბა გუდაურში 8-9 ივნისს მედიის წარმომადგენლებისთვის (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ მედია) ტრეინინგი გაიმართა.

მედიატურის ჩატარება მიზნად ისახავდა ჰიდროენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების და არსებული გამოწვევების შესახებ ჟურნალისტების ინფორმირებას.

ღონისძიების ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს არაგვიჰესი (დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ),დარიალიჰესი (108 მგვტ), ყაზბეგიჰესი, დაათვალიერეს სააგრეგატო დარბაზები და სადერივაციო გვირაბი, ასევე დარიალჰესის სათავო ნაგებობა და მოინახულეს ის ადგილიც, სადაც დევდორაკი ერთვის მდინარე თერგს.