პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ნიგოზას ქარის ელექტროსადგური

დასახელება: ნიგოზას ქარის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლის რეგიონი, სოფელი ნიგოზასთან;
სიმძლავრე: 50 მგვტ;
გამომუშავება: 232 მლნ.კვტ.სთ;
ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიებია: CALIK ENERJI SANAYI TICARET A.S – 85% და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 15%.
საქართველოს მთავრობასა და სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ს შორის მემორანდუმის გაფორმების თარიღია 2016 წლის 29 მარტი. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ქარის მონაცემთა შესწავლა შემდგომში ქარის ელეტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ამ ეტაპზე კომპანია ელოდება მთავრობასთან ელექტორენერგიის ტარიფის შეთანხმებას და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ გადამცემ ქსელთან მიერთების თაობაზე პასუხის მიღებას.