პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

უდაბნოს მზის ელექტროსადგური

დასახელება: უდაბნოს მზის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: კახეთის რეგიონი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი უდაბნოს ტერიტორია;
სიმძლავრე: 5 მგვტ;
გამომუშავება: 6.9 მლნ. კვტ.სთ
უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით, 2016 წლის 30 ივნისს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მემორანდუმის საფუძველზე, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დაკვეთით ბრიტანული კომპანია SgurrEnergy Ltd –ს მიერ მომზადებულ იქნა სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც შემდგომში გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
პროექტის შემდგომი განხორციელების მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვთარების ფონდის“ 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით 2017 წლის 10 იანვარს დაფუძნდა შპს „საქართველოს მზის კომპანია“, რომელსაც 2017 წლის 23 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გადაეცა ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები.
პროექტის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმდა გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება;
2018 წლის 23 მაისს ინვესტორის მოძიებისა და პროექტის ერთობლივად განხორციელების მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „სოლარ ფავერ ჯორჯია“. გამარჯვებულ კომპანიას 2018 წლის 31 ივლისს გაფორმებული წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ 90%–იანი წილი.
ამჟამად შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ მიერ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან სამშენებლო მემორანდუმის გაფორმების შესახებ.