პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ბორჯომის ჰესის რეაბილიტაციის პროექტი

დასახელება: ბორჯომის ჰესის რეაბილიტაციის პროექტი
ადგილმდებარეობა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სიმძლავრე: სავარაუდოდ 2 მგვტ.
გამომუშავება: ამ ეტაპზე უცნობია
მშენებლობის ნებართვის აღების თარიღი: ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა ფონდს უკვე აღებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.
მშენებლობის დასრულების თარიღი: ამ ეტაპზე უცნობია
ინფორმაცია კომპანიაზე: პროექტს ახორციელებს თავად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“;
საწესდებო კაპიტალი: პროექტის ახორციელებს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის კაპიტალიც შეადგენს 55 812 169.79 ლარს.
2017 წლის 29 სექტემბერს დაიდო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „გროს ენერჯი ჯგუფს“ შორის ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღია 2018 წლის იანვარი.
პარალელურად მიმდინარეობს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი.