პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ცენტრალური ქარის ელექტროსადგური

დასახელება: ცენტრალური ქარის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, საჩხერის მუნიციპალიტეტი;
სიმძლავრე: 120 მვტ;
გამომუშავება: 560 მლნ.კვტ.სთ;
ინვესტიცია: 200,135,542 აშშ დოლარი;
საქართველოს მთავრობასა და სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ს შორის მემორანდუმის გაფორმების თარიღია 2016 წლის 29 მარტი. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ქარის მონაცემთა შესწავლა შემდგომში ქარის ელეტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით. ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადაა ამ მემორანდუმის ხელმოწერიდან 15 თვე;
სტატუსი: Çalık Enerji Sanayi ve Ticaret A.Ş. ითხოვს პროექტის განხორციელების გადავადებას, ვიდრე ტარიფის და მიერთების პრობლემა არ გადაწყდება;
პროექტის განმახორიცელებელი კომპანია: სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ი პარტნიორები: CALIK ENERJI SANAYI TICARET A.S – 85%, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 15%;
დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე - ოსმან საიმ დინჩი;
დირექტორთა საბჭოს წევრი - ჰიკმეთ გოკოღლუ;
დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე (ფონდის მხრიდან) - ნუგზარ ხაინდრავა;
საწესდებო კაპიტალი: 1,000,000 აშშ დოლარი, აქედან ფონდის წილი არის 15%, შევსებულია ბოლომდე, 150 000 აშშ დოლარი.