პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ტორზილა ჰესის პროექტი

დასახელება: ტორზილა ჰესის პროექტი
ადგილმდებარეობა: იმერეთი
სიმძლავრე: 1.69 მგვტ
გამომუშავება: 6.88 მლნ. კვტ/სთ
სავარაუდო ინვესტიცია: 2 825 000 აშშ დოლარი

მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღი: 2019 წელი

ინფორმაცია კომპანიაზე: პროექტს ახორციელებს თავად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“;

საწესდებო კაპიტალი: პროექტის ახორციელებს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის კაპიტალიც შეადგენს 55 812 169.79 ლარს.
2017 წლის 25 ივლისის # 113 წერილით სს „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განვითარების ფონდმა“ მიმართა მემორანდუმის გაფორმების თხოვნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. 
საქართველოს მთავრობამ მოიწონა აღნიშნული პროექტის ფარგლებში გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტი და 2017 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რის შემდეგაც ფონდის მიერ მოხდა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის და საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება.