პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ნამახვანის ჰესების კასკადი

დასახელება: ნამახვანის ჰესების კასკადი
ადგილმდებარეობა: მდ. რიონი, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტი;
სიმძლავრე: 433 მგვტ;
გამომუშავება: 1514 მლნ.კვტ.სთ;
მშენებლობის ნებართვის აღების თარიღი: 26 იანვარი 2016 წელი;
მშენებლობის დასრულების თარიღი: 31 დეკემბერი 2020 წელი (ვინაიდან და რადგანაც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ნამახვანის პროექტის გაყიდვას, შესაძლოა მოხდეს მშენებლობის დასრულების თარიღის გადაწევა);
ინვესტიცია: 20,994,920 ლარი;
ვადები: მშენებლობის ნებართვის აღება - 4 თვე, შემდეგ 42 თვე - სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადა - განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა N:395-ის მიხედვით;
საქართველოს მთავრობას, სს „ნამახვან ჰესების კასკადს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის მემორანდუმის გაფორმების თარიღია 2012 წლის 27 მარტი. ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომეციული ოპერატორი“ კისრულობს ვალდებულებას შეისყიდოს ნამახვანჰესების კასკადზე გამომუშავებული ელექტროენერგია. გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვის ვადა განისაზღვრება ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის სრული მოცულობით დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამასთან, 1 კვტ. ელექტროენერგიის ღირებულება იქნება 0,06 აშშ დოლარი.
სტატუსი: 2017 წლის 6 ივლისს შპს „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია“-ს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ და სს „ნამახვანს“ შორის გაფორმდა მშენებლობასთან, ფლობისასთან და ოპერირებასთან მიმართებაში Joint Development Agreement. ხელშეკრულების ვადაა 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით. ამ ხელშეკრულების თანახმად შპს „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია“-ს, მიერ ოპერირების და ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ის ვალდებულია:
ა) დაასრულოს ჰიდროელექტროსადგურამდე მისასვლელი გზის საპროექტო კვლევითი სამუშაო და ჰიდროელეტქროსადგურის ძირითადი კვლევა და უზრუნველყოს 2015 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით გათვალისწინებული ელექტროსადგურის ძირითადი პარამეტრების განხორციელება.
ბ) აირჩიოს საერთაშორისო EISA კონსულტანტი, რომელიც ჩაატარებს დამატებით კვლევებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI (International Financial Institute) სტანდარტებთან შესაბამისობაში;
გ) მიიღოს IFI-სგან დაფინანსების შესახებ წინასწარი თანხმობა;
დ) უზრუნველყოს ნამახვანის სამართლებრივი კვლევა (შეთავსებადობა, ფინანსური და სამართლებრივი აუდიტი)
ე) უზრუნველყოს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიის არჩევა და საინჟინრო, შესყიდვის და მშენებლობის ტექნიკური და სამართლებრივი ურთიერთობის მხარდასაჭერად
ვ) უზრუნველყოს ოპერირების და ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების მოთხოვნების გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2018 წლის 1 ივლისისა, შემდეგი მიზნებით:
• ფონდისა და ნამახვანის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
• საქართველოს მთავრობის მიერ PPA და BOO ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც დადებულ იქნება IFI-ის მოთხოვნათა შესაბამისად.
ზ) ფონდი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს პირობათა დაცვა ოპერირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
ტყის მასივის აღიცხვა
პროექტის განმახორციელებელი კომპანია: სს „ნამახვანი“ დირექტორი - გიორგი ჩაჩიბაია; პარტნიორი: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 100 %;
საწესდებო კაპიტალი მთლიანად - 20,994,920 ლარი ; აქედან შევსებულია: 20,699,218 ლარი