პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური

დასახელება: ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორია;
სიმძლავრე: 50 მგვტ;
გამომუშავება: 162 მლნ.კვტ.საათი;
ინვესტიცია: ჯამში 60,000,000 აშშ დოლარი;
სტატუსი: მემორანდუმის პირობები უკვე შეთანხმებულია, მისი პროექტი მოწონებულია მთავრობის მიერ და ამჟამად დარჩენილია მასზე ხელმოწერა.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია: შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე - ირაკლი ჯანაშვილი, დირექტორთა საბჭოს წევრები - თორნიკე ყაზარაშვილი (ფონდის მხრიდან) და კახაბერ ქებურია; პარტნიორები: შპს "ჯეოკრაფტი" - 90%, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ 10%;
კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 400 000 ლარს. ამჟამად შპს „ჯეოკრაფტის“ მიერ შეტანილია 180 000 ლარი, ხოლო ფონდის არაფულადი შენატანი, რომლის ღირებულებაცაა 40 000 ლარი.