პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ქართლის ქარის ელექტროსადგური

დასახელება: ქართლის ქარის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: ქართლის რეგიონი, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტი;
სიმძლავრე: 20,7 მგვტ;
გამომუშავება: 88მლნ. კვტ/სთ;
მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი: 6 იანვარი 2016 წელი;
მშენებლობის დასრულების თარიღი: 19 სექტემბერი, 2016;
ინვესტიცია: 31,23 მლნ აშშ დოლარი;
სტატუსი: ოპერირებაშია;
ვადები: მშენებლობის ნებართვის აღება - 4 თვე, შემდეგ 12 თვე - სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადა;
ექსპლუატაციაში მიღება: 2016 წლის 20 დეკემბერი
პროექტის განმახორციელებელი კომპანია: შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე - თორნიკე ყაზარაშვილი; დირექტორთა საბჭოს წევრები - ლევან მოსახლიშვილი და ვაჟა ხიდაშელი; პარტნიორები: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 50,1%, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ – 49,9%;
საწესდებო კაპიტალი: 9,500,000 აშშ დოლარი (GEDF – 4,759,000 აშშ დოლარი, კორპორაცია - 4,740,500 აშშ დოლარი);
EBRD-ის სესხის ოდენობა: 21,730,000 აშშ დოლარი:წლიური საპროცენტო განაკვეთი - 6 თვიან ლიბორს +4.5%;
შპს „ვესტასი საქართველო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების (ტურბინების ნასყიდობა) ღირებულება - 19,876,200 ევრო, აგრეთვე 10 წლიანი ვადით Vestas - თან გაფორმებული ოპერირების ხელშეკრულება.
ურთიერთგაგების მემორანდუმის საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ გაფორმების თარიღია 2015 წლის 16 ნოემბერი. მასში ცვლილებები განხორციელდა 2016 წლის 31 მარტს. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. მისი მიზანია პროექტის განხორციელება მემორანდუმის და ოპერირების სამართლებრივი პირობების დაცვით;
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის N1257 განკარგულების საფუძველზე, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ უზრუნველყო იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. არსებული შესყიდვა განხორციელდა ერთეტაპიანი ელექტრონული SPA ტენდერის საშუალებით და შედეგად გამარჯვებულ კომპანია, შპს „ბი-ელ-სი“ - ს თან გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ა/წ 06 ნოემბერს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ბი-ელ-სი“ -ს მომსახურების გაწევის ვადად განესაზღვრა არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა საოფისე-სასაწყობე შენობის ირგვლივ კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატმატებელი კომპანიის შპს „გუროსთან“ გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს.