პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

დარიალი ჰესი

დასახელება: სს დარიალი ენერჯი (ს/კ 401953061)
ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
სიმძლავრე: 108 მგვტ.
გამომუშავება: 510 მლნ.კვ/სთ
მშენებლობის ნებართვის აღების თარიღი: მშენებლობა უკვე დასრულებულია
მშენებლობის დასრულების თარიღი: 2017 წ.
ინვესტიცია: 125 მლნ $
ვადები: ჰესი უკვე ექსპულატაციაშია შესული
ინფორმაცია კომპანიაზე: ფონდის საკუთრებაში არსებული წილები უკვე მთლიანად გაყიდულია 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „დარიალი ენერჯი“ შორის აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფონდმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული 10 000 000 (ათი მილიონი) აქცია (რაც შეადგენდა კაპიტალის 22.56%). ნასყიდობის ფასი შეადგენდა 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ა.შ.შ დოლარის ექვივალენტს ლარში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.