სტრატეგია

ფონდის სტრატეგიული ამოცანები:

  • პროექტების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ხარისხიანი პროექტების დამუშავება;
  • ინვესტორების და ფონდების მოზიდვა;
  • პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; 

 1. პროექტების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა:

  • ბუნებრივი რესურსების პოტენციალის კაბინეტური კვლევების წარმოება;
  • რესურსების პოტენციალის შესწავლა;
  • გარე პირების მიერ შემოთავაზებული პროექტების ანალიზი;

2. ხარისხიანი პროექტების დამუშავება

  • პროექტის საინვესტიციო ნაწილის დამუშავება;
  • პროექტის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის ხარისხიანი დამუშავების უზრუნველყოფა;
  • პროექტების ფინანსური რენტაბელურობის  კალკულაცია და მიზანშეწონილობის ანალიზი;
  • პროექტის გარემოსთან თავსებადობის განხილვა და უზრუნველყოფა;
  • პროექტის მარკეტინგული კომპონენტის დამუშავება.

3. ინვესტორების და ფონდების მოზიდვა

  • პოტენციური ფონდების და ინვესტორების მონაცემთა ბაზის განვითარება;
  • ურთიერთობების განვითარება ენერგეტიკის განვითარებით დაინტერესებულ საერთაშორისო ფონდებთან;
  • ურთიერთობების განვითარება არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან;
  • კონკრეტული პროექტების დაფინანსების კომერციული დასაბუთება;

4. პროექტების განხორციელების ხელშეწყობა

  • სწორი ამოცანების დასმა პროვაიდერებისთვის და მათი მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ურთიერთობის განვითარება სხვადასხვა სერვისის და შუალედური პროდუქტების პროვაიდერებთან;
  • ფონდის მხრიდან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებების დროული და ეფექტიანი შესრულება.