ლევან მოსახლიშვილი

 

ლევან მოსახლიშვილს სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის დირექტორის პოზიცია იურიდიულ საკითხებში უკავია 2013 წლიდან.
ამ პოზიციის დაკავებამდე იგი იყო უმსხვილესი კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის იურიდიული სამსახურის უფროსად, კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს ცენტრალური ფილიალის მენეჯერად, გახლდათ საქართველოს სასამართლო რეფორმისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის სასამართლო ადმინისტიტრების კოორდინატორი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) დირექტორის მოადგილე და საჯარო ადმინისტირების პროექტის დირექტორი, ბანკი „კონსტანტას“ იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის მენეჯერი და კონსულტანტი.
ლევან მოსახლიშვილი ამჟამად ასევე გახლავთ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ლევან მოსახლიშვილი ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს და გახლავთ ენერგეტიკის და ელექტორინჟინერიის დოქტორანტი.
არის შვიდი მონაგრაფიის, 19 სამეცნიერო სტატისაა და 11 კვლევის ავტორი და თანავატორი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.