ანი ჯანუყაშვილი

 

ანი ჯანუყაშვილი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში დირექტორის მრჩევლის პოზიციას იკავებს. ფონდში 2017 წლიდან ასევე იკავებდა პროექტების კოორდინატორის პოზიციას. 2016 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტში.
კერძო სექტორში ეკავა კომერციული მენეჯერის პოზიცია საერთაშორისო გადამზიდ კომპანიაში. ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის, უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველოში.
მინიჭებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირებასა და ფინანსების მიმართულებით. სწავლობდა გერმანიაში, Pforzheim-ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ბიზნესისა და ფინანსების განხრით. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მაგისტრის ხარისხს.
მინიჭებული აქვს სერტიფიკატები საჯარო ინვესტიციების მართვისა (WB Group & USAID) და საჯარო და კერძო თანამშრომლობის (ADB & UNDP) კურსებში. ასევე გავლილი აქვს MTX Commodities& USAID ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობისა და PLEXOS პროგრამის ელექტროენერგეტიკული სისტემების მართვის ტრენინგები. მონაწილეობდა IHC-ის მიერ ორგანიზებულ კურსში ჰიდროელექტროსადგურების ეკონომიკა. სერტიფიცირებულია FIDIC-ის საერთაშორისო ხელშეკრულებათა კურსის ფარგლებში. ანი იყო საქართველოს წარმომადგენელი გერმანიაში გამართული ევროპული დღეების ფარგლებში და ასევე წარმომადგენლობით მონაწილეობდა სხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში.
ანი ჯანუყაშილი არის სხვადასხვა სამეცნიერო სტატიებისა და კვლევების ავტორი და თანაავტორი.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.