გიორგი ქათამაძე

გიორგი ქათამაძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ პროექტის მენეჯერის თანამდებობას იკავებს 2015 წლიდან. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდში“ მისი მუშაობა უკავშირდება 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტის ხელმძღვანელობას. ამავდროულად, მას უკავია ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობა, ფონდის შვილობილ კომპანია - შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურში“.
გიორგი ქათამაძე 2016 წლის აპრილიდან ზედამხედველობას უწევდა ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს, უზრუნველყოფდა პროექტის მაღლი ხარისხით განხორციელებას, არსებული პრიორიტეტების შესაბამისად.
ფონდში მუშაობის დაწყებამდე გიორგი ქათამაძემ ოთხწლიანი გამოცდილება დააგროვა მენეჯმენტის სფეროში, კერძოდ, 2012-2015 წლებში იგი გახლდათ კომპანია „კოპალას“ გენერალური მენეჯერი.
2010-2011 წლებში შეერთებულ შტატებში ყოფნისას მან გაიარა ინგლისური ენის კურსები, ასევე, მიიღო სერთიფიკატი - Microsoft Certificate, course 6425B, configuring and troubleshooting windows server 2008 active directory domain services.
გიორგის აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.