მანანა გიორგაძე

მანანა გიორგაძე სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში პროექტ მენეჯერის პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობს.
ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას მარკეტინგის და ღონისძიებების მენეჯერის პოზიცია ეკავა ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტში. 2013 წელს იყო ამავე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი.
2009 - 2012 წლებში მანანა გიორგაძე იკავებდა შესყიდვების მენეჯერის პოზიციას შპს გოლეთიანში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საბანკო სისტემაში.
აქვს მიღებული ეკონომიკური განათლება. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.