იაკობ თოდუა

იაკობ თოდუა 2012 წლიდან დღემდე მუშაობს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ პროექტების განვითარების მენეჯერად. ფონდში მისი აქტიური მონაწილეობით ხდება ტექნიკური საკითხების რეგულირება, რაც გულისხმობს შერჩეული კონსულტანტების მიერ მოწოდებული პროექტების ექსპერტიზას და მათგან შესასყდი სამუშაოების ხარისხის ამაღლებას. ხელმძღვანელობს ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ექსპედიციებს, რაც გულისხმობს სამომავლო ენერგეტიკული ობიექტების შეფასებას და მათი განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრას. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში პირველი ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარების საქმეში.
ფონდში მოსვლამდე ის მუშაობდა ჯერ „KBR“ ხოლო შემდეგ „Dyn Corp International“ -ამერიკულ კომპანიებში პროფესიონალ ინჟინერის პოზიციაზე.
გადამწყვეტი მნიშვნელობის მონაწილეობა აქვს მიღებული, საქართველოში პირველი, „თავისუფალი ვალდორფის სკოლის “ დაფუძნების საქმეში. აგვარებდა ამ სკოლისთვის საჭირო ორგანიზაციულ საკითხებს საქართველოს ოფიციალურ ორგანოებში, ხელმძღვანელობდა ამ სკოლის საპროექტო-სამშენებლო საქმიანობას.
საქართველოს ენერგეტიკული ობიექტების სამშენებლო გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენში“ ხელმძღვანელობდა საქართველოს მასშტაბით ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისათვის საჭირო საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციით უზრუნველყოფას.
ერაყის რესპუბლიკაში ჰიდროელექტროსადგურ „ალ-ქადისია“ ზედამხედველობას უწევდა, როგორც საპროექტო ისე სამშენებლო სამუშაოების ხარისხის დაცვას.
ენგურჰესის მშენებლობის მთავარ სამმართველოში ხელმძღვანელობდა ტექნიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფდა, როგორც ძირითადი ნაგებობების ისე სხვა ინფრასტრუქტურისა და დასახლებებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის დროულ დამუშავებას და ამ დოკუმენტაციით მშენებლობის უზრუნველყოფას.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილჰიდროპროექტში“ სადაც აპროექტებდა ენგურჰესის ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობებს.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.