შორენა მინდიაშვილი

 

შორენა მინდიაშვილი იკავებს ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდ“-ში 19.04.2019-დან დღემდე, ხოლო 2016 წლიდან იგი მუშაობდა მთავარ ბუღალტრად აღნიშნულ კომპანიაში . ამავე პერიოდში არის მთავარი ბუღალტერი სს ,,ნამახვანი“-ში.

2017 წლიდან დღემდე იკავებს ფინანსური მენეჯერის პოზიციას შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ში. ასევე მუშაობდა ფინანსურ მენეჯერად შპს ,,საქართველოს მზის კომპანია“-ში.

მას ფართო გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, ფინანსური და აუდიტორული მიმართულებით. 2015-2016 წლებში იყო ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო“-ში და ,,აგორა კონსალტინგში“. 2014-2015 წლებში იყო მთავარი ბუღალტერი ,,პალიტრა მედია ჰოლდინგში“. 2013-2014 წლებში მუშაობდა აუდიტორად Sps ,,tax and customs consulting „ -ში. 2011- 2013 წლებში იკავებდა ფინანსური დირექტორის და ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას სხვადასხვა კომპანიებში: Sps ,,ART DESIGN“, Sps ,,DEFO „ და შპს თელავის ავეჯის სახლი“. ასევე მუშაობდა სს ,,საქართველოს მარანი”-ში და სადაზღვევო კომპანია ,,იმედი L“-ში.

შორენა მინდიაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოტორანტი ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის სპეციალობით. ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერისტეტის მაგისტრის ხარისხს, საერთაშორისო ბიზნესის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მენეჯერის სპეციალობით. ასევე ფლობს პროფესიულ სერტიფიკატებს: ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური მენეჯმენტის განხრით.

გავლილი აქვს სახელწიფო შესყიდვების კურსი- სახელმწიფო შესყიდვებიის სააგენტოში. მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროქტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) პროგრამის ფარგლებში, ,, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ ტრენინგში: ,,მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ბიზნეს ასოციაციების შესაძლებლობების განვითარება საგადასახადო ადვოკატირების მიმართულებით“.

არის ექვსი სამეცნიერო სტატიის და ხუთი კვლევის ავტორი ინვესტიციების მოზიდვის და გამოსყიდვის პრობლემების კვლევის მიმართულებით საქართველოს მრეწველობაში.

ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.