თეონა გიორგაძე

2018 წლიდან მუშაობს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ ოფის - მენეჯერის პოზიციაზე, 2015-2017 მუშაობდა ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე ამავე კომპანიაში.
აგრეთვე მუშაობის გამოცდილება აქვს შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ ადმინისტრაციულ მენეჯერის პოზიციაზე.
2015 წელს დაამთავრა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2016 წლიდან დღემდე სწავლობს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში საბანკო საქმის მაგისტრატურაზე.
2015 წელს გაიარა 2 თვიანი ტრენინგი სახელმწიფო შესყიდვების განხრით ევროპის აკადემიურ ცენტრში.
ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული.