ნია გრძელიძე

ნია გრძელიძეს 2016 წლის თებერვლიდან უკავია „ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიცია.
ნია გრძელიძემ, 2009 წელს ჩააბარა და 2012 წელს მიიღო აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი.
2012-2013 წლებში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - საზოგადოებრივი ურთიერთობების სერთიფიცირებული პროგრამა და პარალელურად მუშაობდა კომპანია Flowers.ge_ში ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
2014 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის - ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2014-2015 წლებში ღონისძიებების დაგეგმარების კომპანია „Project 54”-ში დირექტორის ასისტენტის პოზიციას იკავებდა , სადაც დიდი გამოცდილება დააგროვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.
შემდგომ 2015 წლიდან პარალელურად დაიწყო მუშაობა სადაზღვეო კომპანია Imedi L-ში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.