თამთა ჩუთლაშვილი

 

თამთა ჩუთლაშვილი იკავებს მთავარი ბუღალტრის პოზიციას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ 2019 წლის აპრილიდან- დღემდე. ამავე პერიოდში არის მთავარი ბუღალტერი შპს ,,ბორჯომჰესში“.

2017-2019 წლებში ის იკავებდა მთავარი ბუღალტრის პოზიციას პალიტრა მედია ჰოლდინგში, 2016-2017 წლებში იყო შპს „ფასადის“ მთავარი ბუღალტერი, ამავე პერიოდში, შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ში იკავებდა ბუღალტრის და პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციას.

2013-2015 წლებში მუშაობდა შპს „ალგორითმსა“ და „შპს გამომცემლობა პალიტრა L“-ში ბუღალტრის ასისტენტად.

თამთა ჩუთლაშვილი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, ბუღალტერიისა და აუდიტის მიმართულებით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს , საბანკო და საფინანსო საქმის განხრით.

გავლილი აქვს Association of Chartered Certified Accountants (ACCA)-ის 5 წიგნი და განაგრძლობს სწავლას. ასევე ფლობს პროფესიულ სერთიფიკატებს : ფინანსთა სამინისტროს აკადემია-ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, კრესტონ პაპიაშვილი- საგადასახადო კოდექსი, ამავდროულად , მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგებში პროფესიული მიმართულებით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.