ბაია კობახიძე

 

ბაია კობახიძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ 2017 წელს შეუერთდა.
ამ პოზიციის დაკავებამდე 4 წლის განმავლობაში იყო დეველოპერული კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის წევრი, დიდი გამოცდილება დააგროვა უძრავი ქონების, ბრენდის შექმნისა და პოზიციონირების, სტრატეგიული დაგეგმარების სფეროში.
მას ეკავა ანალიტიკური ჯგუფის უფროსის პოზიცია ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში და მის მოვალეობაში შედიოდა სოციალურ-პოლიტიკური დინამიკის შესწავლა და ანალიზი, წამყვან საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა.
2006-2010 წლებში ის მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში და ეკავა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიცია.
წლების განმავლობაში მუშაობდა საკონსულტაციო სააგენტოში, კერძო სექტორში პრესის ანალიტიკოსად, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.
ბაია კობახიძემ მიიღო სოციალურ და კულტურულ მეცნიერებათა მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჯერად არის მედია ტექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი.
გავლილი აქვს ჰოლანდიური ენის სრული კურსი სასწავლო ცენტრში - Euro-Speak (ბრიუსელი). ასევე, დაესწრო ბელგიის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგს კულტურული მემკვიდრეობის მართვაში. გავლილი აქვს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული კურსი „EA Framework Safeguard“. მენეჯმენტის აკადემიაში გაიარა კომპლექსური გაყიდვების კურსი - 2015წ. ესწრებოდა სასწავლო კურსებს პროექტის მენეჯმენტში (SPAMGO) და საჯარო პოლიტიკაში (TCT Training Center).

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ჰოლანდიურ ენებს.