ირაკლი ოყროშიძე

ირაკლი ოყროშიძე სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის პროექტების განვითარების და მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს 2016 წლის დასაწყისიდან.
სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ში მუშაობის დაწყებამდე ის იკავებდა სს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“–ში კომერციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას და ამავდროულად იყო სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული ტექნიკური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა INOGATE-ს მიერ განხორციელებულ ენერგო პროექტებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, SWEDESURWAY – ს მერ საქართველოში რეალიზებულ პროექტში, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსდა და რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საჯარო რეესტრის ეროვბულ სააგენტოს.
დანერგილი აქვს საწარმოო პროცესების ავტომატიზაციასთან დაკავშირებული პროექტები. ერთ–ერთი ასეთ პროექტს წარმოადგენს შპს სს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“–ში დანერგილი მაგისტრალური გაზსადენის მონიტორინგის და მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც იმ დროს უნიკალური იყო ამიერკავკასიის რეგიონში. აღნიშნული პროექტის შესახებ გამოქვეყნებულია სტატია უკრტრანსგაზის მიერ გამოვემულ 2014 წლის №3 ჟურნალ „ტრუბოპროვოდნი ტრანსპორტ“ – ში.
აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის პროექტებში : შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“–ს მშენებლობა, მზის ელექტროსადგურთან და მცირე ჰესებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებში.
ამჟამად პარალელურად მუშაობს შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე.
სს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“–ში მუშაონის განმავლობაში იგი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.