გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ უფროსი იურისტის პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობს. ამავდროულად მუშაობს შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ იურისტის პოზიციაზე.
ფონდში მუშაობის დაწყებამდე გიორგის სს „ნამახვანის“ იურისტის პოზიცია ეკავა. სხვადასხვა პერიოდში იურიდიულ მომსახურებას უწევდა სხვადასხვა კომპანიებს: შპს „მგ4 იტალიანა კოსტრუციონი“, შპს „კაპიტალ დეველოფმენთი“, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია“, შპს „მილკ ვეი“
2010-2013 წლებში იყო შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ იურისტი.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები. 2016 წლიდან წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს.
გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრისა და სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხი.
გარდა მშობლიური ქართულისა, გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.