სოფიო გეგეშიძე

სოფიო გეგეშიძე იკავებს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ში შესყიდვების მენეჯერის თანამდებობას 2014 წლიდან დღემდე.
ასევე 2016 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
2013-2014 წლებში მას ეკავა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-შ შვილობილ კომპანიაში შპს “GEMC”-ში სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.
2012-2013 წლებში იყო „Georgian Engineering and Management Company“ -ის მონაცემთა ბაზის აღრიცხვის ჯგუფის უფროსი.
2005-2011 წლებში მუშაობდა შპს „მზიურში“ იმპორტისა და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
2002-2005 წლებში მუშაობდა შპს „გრანიტში“ შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერად.
მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე/ ინგლისური სექტორი.
2003-2004 წლებში გაიარა ეკონომიკური ურთიერთობებისა და ფინანსური ანალიზის კურსები BAF.
2016 წელს წარმატებით გაიარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების შესახებ საერთაშორისო ტრეინინგი (SPA.GOV.GE).
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს სრულყოფილად.