ნანა გოგიაშვილი

ნანა გოგიაშვილი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს 2017წლის აპრილის თვიდან. ასევე 2017 წლის მაისის თვიდან მუშაობს ფონდის შვილობილი კომპანიების შპს „საქართველოს მზის კომპანია“ და შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ს ფინანსურ მენეჯერად. ფონდში სამსახურის დაწყებამდე ნანა გოგიაშვილი მუშაობდა სახელმწიფო ხაზინაში მომსახურების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციზე (2009-2017წ). იგი 1995 წლიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტუქტურულ ერთეულებში სხვადასხვა პოზიციაზე. 1999-2002 წლებში აუდიტის, თანხების დაბრუნებისა და უნაღდო ანგარიშსწორების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისს პოზიციაზე; 2002-2004 წლებში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის კონტრაქტების რეგისტრაციის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, 2005-2006 წლებში საოპერაციო დეპარტამენტის სამმართველოს კონსულტანტის პოზიციაზე, 2007-2009 წლებში მომსახურების დეპარტამენტის გადახდების სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
ასევე 2015-2016 მიწვეული იყო სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტრენერად სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ტრეინინგებზე მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებში.
დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და საფინანსო-იურიდიული აკადემია. გავლილი აქვს TACIS-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში ფინანსური მენეჯმენტის და სტატისიკის კურსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში: ფინანსების არსი, ფუნქციები და სტატისტიკის კურსი; ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კურსი; ფულის მოძრაობისა და პროგნოზირებისა და მართვის კურსი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიში გავლილი აქვს საგადასახადო კანონმდებლობა და პროცედურები, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების საინფორმაციო სისტემა და ტრენერთა ტრეინინგი - ტრეინინგის დაგეგმვა და განხორციელების კურსები.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს