მიხეილ დოლბაძე

 

მიხეილ დოლბაძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ პროექტის მენეჯერის თანამდებობას იკავებს 2015 წლიდან. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდში“ მისი მუშაობა უკავშირდება მზის ქარის და ჰიდრო ელექტროსადგურების პროექტების ხელმძღვანელობას. ასევე გახლავთ შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

ფონდში მუშაობის დაწყებამდე მიხეილ დოლბაძე მუშაობდა იტალიაში ენერგეტიკულ კომპანია CALEN S.R.L-ში მენეჯერის თანაშემწედ ასევე მუშაობდა კულტურულ მედიატორად. ამასთან სხვადასხვა პერიოდში პროექტის მენეჯერობას უწევდა კომპანიებს: შპს „მგ4 იტალიანა კოსტრუციონის“ და შპს „გლამურ კონტრაქტს“.

მიხეილ დოლბაძე ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში აგრეთვე პალერმოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკის განვითარებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში და ISIDA-ს ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტში. ასევე გავლილი აქვს FIDIC საერთაშორისო ხელშეკრულებათა კურსი და ფლობს "Paolo Giaccone"-ს სახელობის უნივერსიტეტის კულტურული მედიატორის სერტიფიკატს.

მიხეილი გარდა მშობლიური ენისა ფლობს იტალირ რუსულ და ინგლისურ ენებს.