ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს მისი აქციების 100%-ის მფობელია სახელმწიფო. საზოგადოება დაფუძნებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 08 დეკემბრის #1564 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.12.2010 წლის #1-1/1950 ბრძანების საფუძველზე.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.
ფონდის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და...