ინვესტორის გვერდი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, რომელსაც გადასცემს შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს. ელექტროსადგურის საპროექტო არეალი მდებარეობს საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 5 მგვტ.


დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ დოკუმენტაცია არაუგვიანეს თბილისის დროით 2021 წლის 16 აგვისტოს 18:00 საათისა.

პროექტის შესახებ:
სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის სავარაუდო პარამეტრებია:
სახელწოდება - უდაბნოს მზის ელექტროსადგური
ადგილმდებარეობა - საქართველო, საგარეჯოს რ-ნი, სოფ. უდაბნო
დადგმული სიმძლავრე - 5 მგვტ.
წლიური გამომუშავება - 7.1 მლნ კვტ/სთ
პროექტის სავარაუდო ღირებულება - 3,450,000 აშშ დოლარი

დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში მომზადებულია: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ შეთანხმებული გადამცემ ქსელთან მიერთების პროექტი, საოფისე შენობა-ნაგებობის პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია EPC კონტრაქტორის შერჩევის მიზნით.
საერთო საწარმოს გაცხადებული კაპიტალი შეადგენს 3,450,000 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც ფონდის მიერ საწესდებო კაპიტალი შევსებულ იქნება 10%-ის ოდენობით. ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს კაპიტალის შევსება მისი წილის პროპორციული შენატანებით, საპარტნიორო შეთანხმების პირობებისა და საერთო საწარმოს საჭიროებების შესაბამისად.
ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებასთან ერთად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოფციები და სხვ.), რომელიც მოცემულია დანართ N 1-ში.

საპარტნიორო შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების (ფაზა 1) შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს 100 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუთხოვი საბანკო გარანტია და უზრუნველყოს მისთვის გადაცემული 90%-იანი წილის ფონდის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთვა.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მიერთების პროექტი და სხვა კვლევები შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

ინტერესთა გამოხატვის პირობები
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია შემოთავაზებული შესყიდვისა და გაყიდვის ოფციების უმაღლესი საპროცენტო განაკვეთების ოდენობა. შემოთავაზებული შესყიდვის ოფციის განაკვეთი არ უნდა იყოს 18 %-ზე ნაკლები, ხოლო გაყიდვის ოფციის საპროცენტო განაკვეთი - 13 %-ზე ნაკლები. შესყიდვისა და გაყიდვის ოფციის განაკვეთებს შორის განსხვავება უნდა იყოს მინიმუმ 5%.

შესყიდვისა და გაყიდვის ოფციები და მათი მოქმედების პერიოდები განსაზღვრულია დანართ #1-ში – საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილის მიერ დოკუმენტაციის შემოტანა ნიშნავს, რომ მონაწილე ეთანხმება დანართი #1-ით განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებს.

თუ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ მონაწილესთან საპარტნიორო შეთანხმების ან მის ფარგლებში გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე, რომელიც არ არის მოცემული სტანდარტულ პირობებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია, დაიწყოს მოლაპარაკებები შემდგომი საუკეთესო შემოთავაზების განმახორციელებელ მონაწილესთან ან ახლიდან გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიზნით დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

1. შესყიდვისა და გაყიდვის ოფციების საშუალო წლიური შემოთავაზებულ საპროცენტო განაკვეთებს, როგორც განსაზღვრულია დანართი #1-ში;
2. მონაწილის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს - ამონაწერს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობის ასლს.
3. მონაწილე იურიდიული პირის წესდებას;
4. ბოლო 3 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებს (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
5. განახლებადი ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებაში ან/და მშენებლობაში მონაწილეობის გამოცდილებას.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის მონაწილეებს მოსთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა. მონაწილეებმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის სრულად ან სათანადო წესით წარუდგენლობის შემთხვევაში, მონაწილე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

განრიგი:
ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ კომპანიის ელ-ფოსტის მისამართზე: m.dolbadze@gedf.com.ge

დოკუმენტაცია მოწოდებულ უნდა იქნას არაუგვიანეს თბილისის დროით 2021 წლის 16 აგვისტოს 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #8, მე–4 სართული, 0105, საქართველო.
შემოთავაზებები მოწოდებულ უნდა იქნას დახურული კონვერტით ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კონვერტები გაიხსნება სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვისთანავე და გამოცხადებული იქნება შესყიდვის და გაყიდვის ოფციების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თარიღი: 1 ივლისი, 2021წ.
დოკუმენტაციის მიწოდების ბოლო ვადა: 16 აგვისტო, 2021წ.
გამარჯვებულის გამოვლენა: არაუგვიანეს 30 აგვისტო, 2021წ.
გეგმა-გრაფიკი:

საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება - არაუგვიანეს 2021წ, 13 სექტემბერი
ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა -  საპარტნიორო შეთანხმების გაფორმებიდან 2 კვირა
წილის გადაცემისა და წილზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია - გარანტიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღე
ერთობლივი საწარმოს კაპიტალის შევსება  -  წილის გადაცემის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღე
ფაზა 1–ით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება -  საპარტნიორო შეთანხმების გაფორმებიდან 6 თვე

საპარტნიორო შეთანხმების პროექტი