სიახლეები

ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევის გადაცემის ცერემონია

11.02.2020

განახლებადი ენერგიის წყაროების ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამამ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით შეიმუშავა „განახლებადი ენერგიების შესახებ ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევი“ რომელიც აღწერს ყველა საჭირო ნაბიჯსა და პროცედურას ინვესტორებისთვის და დეველოპერებისთვის, რომელიც შეიქმნა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ.

ინტერაქტიული გზამკვლევი ხელს შეუწყობს ინვესტორებსა და დეველოპერებს მარტივად გაერკვიონ არსებულ კანონებსა თუ რეგულაციებში, შესაბამისი იურიდიული რეკომენდაციების უზრუნველყოფით.

ინვესტორთა გზამკვლევში განმარტებულია ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით გათვალისწინებული ნაბიჯები, ინიცირებით დაწყებული დემონტაჟით დამთავრებული, ყველა საჭირო ნებართვის (გარემოს დაცვის, მშენებლობის და ექსპლუატაციის ნებართვების) ვადები, მოსაკრებლების და პროცედურების ჩათვლით.

აღნიშნული გზამკვლევი ფლობის უფლებით გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს.