სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

30.06.2020

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მოძიება, შესწავლა და შემდგომი განვითარება. 

ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში არსებულ მილებში მიკრო და მცირე ზომის ტურბინა/გენერატორების დამონტაჟების პროექტის შესწავლა. პირველ ეტაპზე მომზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა.