სიახლეები

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

06.07.2020

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ყაზბეგში, მიმდინარე წლის 3-5 ივლის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ელექტროენერგეტიკის და გაზის მიმდინარე რეფორმის მიმოხილვა, ჩართულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტროენერგიის დღით ადრე, დღის ბაზრის და საბალანსო ბაზრების განვითარების სტატუსი, ესკოს როლი და პასუხისმგებლობები ელექტროენეგეტიკის ბაზრის ახალ მოდელში, გაზის რეფორმის სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, კომპანიის თანამშრომლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები.