სიახლეები

„უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

14.07.2021

„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით, „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით 2021 წლის 1 ივლისს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში დაინტერესებულ პირთა მიერ წინადადების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის 16 აგვისტოს 18:00 საათამდე, თბილისის დროით.