სიახლეები

რაგბის ორ ბაზაზე მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა

19.10.2021

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვის მთავრობის თანამშრომლობის შედეგად საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ორ სარაგბო ბაზაზე – „ლელო არენასა“ და მარტყოფის სარაგბო ბაზაზე მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.

პროექტის ღირებულება 350 ათას ევროს შეადგენს.

პროექტის განხორციელება ლიეტუვურმა კომპანია Solet Technics-მა და მათმა ქართულმა პარტნიორმა Solar Energy Company-მ უზრუნველყვეს. ელექტროსადგურები ჯამში 200 კვტ.სთ-ს გამოიმუშავებს, რაც ამ ორი ბაზის მთლიანი მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 80%- ია.

ეს უკვე მეორე წარმატებული პროექტია, რომელიც „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვის მთავრობის პარტნიორობის შედეგად განხორციელდა. ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობით 2021 წლის მაისში მზის პანელებით აღიჭურვა ბათუმის 13 საჯარო სკოლა. პანელების ჯამური დადგმული სიმძლავრე - 333 კვტ-ია. ფონდის ინიციატივითა და თანადაფინანსებით, ასევე იგეგმება მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება თბილისისა და ლანჩხუთის სკოლებში.