სიახლეები

ენერგეტიკოსთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება

11.09.2022

დღეს, 10 სექტემბერს ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

სს ,,საქართველოს ენეგრეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ ღვაწლმოსილ და ვეტერან ენერგეტიკოსებს საპატიო სიგელები გადასცა.
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე ოცი წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებებს!