სიახლეები

შეხვედრა არაბულ კომპანია ,,MASDAR"-ის დელეგაციასთან

12.09.2022

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საემიროების სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ არაბულ კომპანია ,,MASDAR"-ის დელეგაციასა და კომპანია ,,ETIHAD CREDIT INSURANCE"-ის ხელმძღვანელთან გამართა შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, პროექტის ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებები განიხილეს.

 სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა" და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC-MASDAR შორის გასული წლის ბოლოს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარების თაობაზე.

კომპანია ,,MASDAR" არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.