პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ბორჯომის ჰესი

 

დასახელება: ბორჯომჰესი
ადგილმდებარეობა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დადგმული სიმძლავრე: 11.79 MW
წლიური გამომუშავება: 43.33 გვტ.სთ.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ მომზადდა წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. გრძელდება საპროექტო სამუშაოები, რაც გულისხმობს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს პირველ ჰიდროელექტროსადგურს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ დავალებული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აღდგენა და დამატებით პლატოჰესის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების მომზადება.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ბორჯომის პარკისა და პლატოს ტერიტორიაზე არსებული ელექტროსადგურის ნაგებობების კომპლექსის აღდგენა, გაძლიერება-რეაბილიტაციის მუშა პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები, რაც გულისხმობს ელექტროსადგურის შენობის, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე განთავსებული სადაწნეო და სალექარი აუზებისა და მათ შორის დამაკავშირებელი კიბის აღდგენა-რეაბილიტაციას. საბოლოო სამუშაოების დასრულების იგეგმება 2022 წელს.