პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ენგურის ტურისტული ცენტრი

დასახელება: ენგურის ტურისტული ცენტრი;
ადგილმდებარეობა: ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთი
პარტნიორი: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 100%;
საპროექტო სამუშოების შესრულებულია ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების“ მიერ.
შპს „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, უზრუნველყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პროექტის ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების შესყიდვა.
აღნიშნულ შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანია არის შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ , მიმწოდებელს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებისთვის განესაზღვრა 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
მიმწოდებელმა გაუწია მომსახურება რომელიც ითვალისწინებდა , როგორც ენგურის ტურისტული ცენტრის შემოსავლიანობის ანალიზის შესრულებას და სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურული ზემოქმედების შეფასებას, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დაშვებების ანალიზს და ოპტიმალური მოდელის განსაზღვრას.