პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ჩორდულა ჰესი

დასახელება: შპს „ჩორდულა ჰესი“
ადგილმდებარეობა: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი.
სიმძლავრე: 1.97 მგვტ.
გამომუშავება: 11 მლნ.კვ.სთ
პარტნიორები: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 45%; შპს „რაჭაენერჯი“ – 55%;
2018 წლის 12 თებერვალს, საქართველოს მთავრობას, შპს „ჩორდულა ჰესს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ელექტროენერგიის 10 წლიანი გარანტირებული შესყიდვის პირობით.
EPC კონტრაქტორმა, შპს „ ჰიდროენერჯიმ“ დაასრულა დეტალური პროექტის მომზადება.
ამჟამად მიმდინარეობს დეტალური პროექტის შესწავლა-განხილვა, რის შემდეგაც მომზადდება წინადადება სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.