პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ნამახვანის ჰესების კასკადი

ნამახვანი ჰესი
დასახელება: ნამახვან ჰესების კასკადი
ადგილმდებარეობა: მდ. რიონი, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები;
დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ;
სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ;
ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2023 წელი;
საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარი;
განმახორციელებელი კომპანია: სს „ნამახვანი“
პარტნიორი: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 100 %;
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა.
ინვესტორ კომპანიას დასრულებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, IFC) მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. BOO-ს ხელმოწერის შემდგომ მოხდება ამ ანგარიშის გასაჯაროვება და პროცედურების დაცვით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიიღებენ გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების თაობაზე. ინვესტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ საპროექტო ცვლილებებზე მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის ანგარიში, რომლის საფუძველზე ა.წ. 14 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაწყდა, რომ პროექტში შეტანილი ცვლილებები დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. განახლებული ნებართვის აღება დაგეგმილია 2019 წლის შემოდგომისთვის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების დაწყება.