პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ნამახვანის ჰესების კასკადი

ნამახვანი ჰესი
დასახელება: ნამახვან ჰესების კასკადი
ადგილმდებარეობა: მდ. რიონი, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები;
დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ;
სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ;
ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2025-2026 წელი;
საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარი;
განმახორციელებელი კომპანია: შპს „ენკა რინიუებლზ“

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (გადარქმეული სახელი: შპს „ენკა რინიუებლზ“) გამოაცხადა.
2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას და შპს “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას” („შპს ენკა რინიუებლზ“) შორის ხელი მოეწერა ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებას და ამასთან ერთად სს “ნამახვანის” აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას. აქტივების მიწოდების შემდეგ, GEDF თავის შვილობილ კომპანია სს “ნამახვანთან” ერთად ვალდებულია დაეხმაროს ინვესტორს განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღებაში. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ღირებულების ჩარიცხვა ხდება ინვესტორის მიერ განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლა და განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღება დაგეგმილია 2021 წლის განმავლობაში.