პროექტები

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ
შესრულებული და მიმდინარე პროექტები

ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური

დასახელება: ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური;
ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორია;
სავარაუდო დადგმული სიმძლავრე: 50 მგვტ;
სავარაუდო გამომუშავება: 162 მლნ.კვტ.საათი;
სავარაუდო ინვესტიცია: 60,000,000 აშშ დოლარი;
პარტნიორები: შპს "ჯეოკრაფტი" - 90%, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ 10%;
2017 18 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი ინვესტორის შერჩევაზე იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტეტის ტერიტორიაზე, 150 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ: შპს „ჩაინა ნუქლეარ ინდასტრუ 23 კონსტრაქშენ“, შპს „ჯეოკრაფტი“ და სს „კავკასიის ქარის კომპანიამ“. წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიად გამოცხადდა შპს „ჯეოკრაფტი“,, რომელიც არის გერმანიაში არსებული ენერგო კომპანია „ენერკრაფტის“ პარტნიორი საქართველოში.
ამჟამად მიმდინარეობს მეტეოროლოგიური ანძის დამონტაჟების მიზნით საჭირო პროცედურების გავლა, პარალელურად კი კომპანიამ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მემორანდუმის ვადის გახანგრძლივებაზე, უკანასკნელი გამოწვეულია განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრაციის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე.
პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის გაზაფხული-ზაფხული.