ლევან მოსახლიშვილი

 

ლევან მოსახლიშვილი სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“-შემოუერთდა 2013 წელს. მას ამჟამად უკავია დირექტორის მოადგილის პოზიცია იურდიულ საკითხებში. 2013-2019 წლებში ეკავა დირექტორის პოზიცია იურიდიულ საკითხებში სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“-და გახლდათ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

ამ პოზიციის დაკავებამდე იგი იყო უმსხვილესი კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის იურიდიული სამსახურის უფროსად, კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს ცენტრალური ფილიალის მენეჯერად, გახლდათ საქართველოს სასამართლო რეფორმისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის სასამართლო ადმინისტრირების კოორდინატორი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) დირექტორის მოადგილე და საჯარო ადმინისტირების პროექტის დირექტორი, ბანკი „კონსტანტას“ იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის მენეჯერი და კონსულტანტი.

ლევან მოსახლიშვილი ასევე გახლავთ და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და efix-ის ენერგეტიკული ელჩი საქართველოში.

ლევან მოსახლიშვილი ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს და გახლავთ ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორანტი.

არის შვიდი მონოგრაფიის, 23 სამეცნიერო სტატიის და 14 კვლევის ავტორი და თანაავტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.