ანი ჯანუყაშვილი

 

ანი ჯანუყაშვილი სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მრჩევლის პოზიციას იკავებს. ასევე არის ლიეტუვის საგრანტო პროექტის საჯარო სკოლებისათვის მზის ელექტროსაგურების პროექტის მენეჯერი. 2017-2018 წლებში ანი იკავებდა ფონდის პროექტების კოორდინატორის პოზიციას. 2016 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტში.
კერძო სექტორში ეკავა კომერციული მენეჯერის პოზიცია საერთაშორისო გადამზიდ კომპანიაში. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის, უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების სამმართველოში.
ანი არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის კანდიდატი, მენეჯმენტის მიმართულებით. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ენერგეტიკასა და ელექტროინჟინერიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.
ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს, ბიზნესის ადმინისტრირებასა და ფინანსების მიმართულებით. სწავლობდა Pforzheim-ის უნივერსიტეტში (გერმანია), საერთაშორისო ბიზნესისა და ფინანსების განხრით.
გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფისკალური რისკების შეფასების კურსი. სერტიფიცირებულია FIDIC-ის საერთაშორისო ხელშეკრულებათა კურსების ფარგლებში. ასევე მიღებული აქვს სერტიფიკატები საჯარო ინვესტიციების მართვისა (WB Group & USAID) და საჯარო და კერძო თანამშრომლობის (ADB & UNDP) კურსების ფარგლებში. სერტიფიცირებულია FIDIC-ის საერთაშორისო ხელშეკრულებათა კურსების ფარგლებში. გავლილი აქვს MTX Commodities & USAID ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის და PLEXOS ელექტროენერგეტიკული სისტემების მართვის პროგრამათა კურსები. ასევე წარმატებით გაიარა ნორვეგიის წყლის რესურსების & ენერგეტიკის დირექტორატის და ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკის, ჰიდროენერგეტიკის განვითარებისა და მენეჯმენტის სასწავლო კურსები.
ანი ჯანუყაშილი არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და კვლევების ავტორი და თანაავტორი.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.