ოლეგ ჟუკოვსკი

 

ოლეგ ჟუკოვსკის, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“, პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიცია უკავია 2013 წლიდან. ამავე დროს 2014-2019 წლებში სს „ნამახვანში“ ეკავა CAD/GIS ოპერატორის პოზიცია.

ფონდის რესტრუქტურიზაციამდე, 2012 წელს, სს „საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სს „ნამახვან ჰასების კასკადში“ ეკავა საპროექტო-საკონსტრუქტორო ჯგუფის უფროსის თანამდებობა.

ფონდში მუშაობის დაწყებამდე მას სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“-ში CAD/GIS ინჟინერის პოზიცია ეკავა.

2007-2012 წლებში ასევე მუშაობდა შპს „საინჟინრო საძიებო სამსახურში” უფროსი CAD/GIS ინჟინერის პოზიციაზე.

აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის პროექტებში: ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტირებაში და მშენებლობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტირებაში, მზის, ქარის და მცირე ჰიდრიელექტროსადგურების დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებში.

ოლეგ ჟუკოვსკი ფლობს საქართველოს ტექნური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.