შორენა მინდიაშვილი

 

შორენა მინდიაშვილი იკავებს ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის სამსახურის უფროსის პოზიციას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდ“-ში 19.04.2019-დან დღემდე, ხოლო 2016 წლიდან იგი მუშაობდა მთავარ ბუღალტრად აღნიშნულ კომპანიაში . ამავე პერიოდში არის მთავარი ბუღალტერი სს ,,ნამახვანი“-ში.

2017 წლიდან დღემდე იკავებს ფინანსური მენეჯერის პოზიციას შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ში. ასევე მუშაობდა ფინანსურ მენეჯერად შპს ,,საქართველოს მზის კომპანია“-ში.

მას ფართო გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, ფინანსური და აუდიტორული მიმართულებით. 2015-2016 წლებში იყო ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო“-ში და ,,აგორა კონსალტინგში“. 2014-2015 წლებში იყო მთავარი ბუღალტერი ,,პალიტრა მედია ჰოლდინგში“. 2013-2014 წლებში მუშაობდა აუდიტორად Sps ,,tax and customs consulting „ -ში. 2011- 2013 წლებში იკავებდა ფინანსური დირექტორის და ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას სხვადასხვა კომპანიებში: Sps ,,ART DESIGN“, Sps ,,DEFO „ და შპს თელავის ავეჯის სახლი“. ასევე მუშაობდა სს ,,საქართველოს მარანი”-ში და სადაზღვევო კომპანია ,,იმედი L“-ში.

შორენა მინდიაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი მრეწველობის ინვესტირების მიმართულებით . ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერისტეტის მაგისტრის ხარისხს, საერთაშორისო ბიზნესის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მენეჯერის სპეციალობით. ასევე ფლობს პროფესიულ სერტიფიკატებს: ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური მენეჯმენტის განხრით.

გავლილი აქვს სახელწიფო შესყიდვების კურსი- სახელმწიფო შესყიდვებიის სააგენტოში. მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროქტის - “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) პროგრამის ფარგლებში, ,, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ ტრენინგში: ,,მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ბიზნეს ასოციაციების შესაძლებლობების განვითარება საგადასახადო ადვოკატირების მიმართულებით“. ასევე - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები - ფასს (IFRS) - PwC საქართველო.

იგი არის ექვსი სამეცნიერო სტატიის და ხუთი კვლევის ავტორი ინვესტიციების მოზიდვის და გამოსყიდვის პრობლემების კვლევის მიმართულებით საქართველოს მრეწველობაში.

ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.